დაგეგმილი სამუშაოები

13/06/2018 gwp ხვალ, გლდანის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს


ხვალ, 14 ივნისს, კომპანია ჯორჯიან უოთარ ენდ ფაუერი,  გლდანის რაიონში, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ ქსელზე ახალ, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.

 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური სამუშაობი ღამის საათებში განხორციელდება.

 

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 14 ივნისს, საღამოს 21:00 საათიდან 15 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

გლდანის რაიონში:

გლდანის III-VIII მ/რ-ებს, თემქის III მ/რ-ს; მუხიანის სამხედრო დასახლებას, ცენტროლიტის, კონიაკის, გლდანულას და ბერთუბნის დასახლებებს, მუხიანის აგარაკებს,  ანდრონიკაშვილის,  ბიჭვინთის, რევოლუციის, მშვიდობის, მანაგაძის, ხანძთელის, სხვიტორის , სკოლის, ლიბანის, გაგრის, ბაღნარის, წერეთლის, რიონის, ივანოვის, ზარზმის,  ილორის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზამბავრის, ხარაძის ქუჩებს; სოფელ გლდანს და გიორგიწმინდას.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

 

11/10/2018 gwp ხვალ, დიდუბის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
11/10/2018 gwp ხვალ, სამგორის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
09/10/2018 gwp ხვალ, ვაკის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
07/10/2018 gwp საბურთალოს რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
04/10/2018 gwp ხვალ, ნაძალადევის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს