დაგეგმილი სამუშაოები

08/08/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი განაახლა

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით საბურთალოს რაიონში, კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში წყალსადენის მაგისტრალური ქსელის  0.5 კმ სიგრძის მონაკვეთი განაახლა.


ამასთან ერთად, წყალმომარაგების  სტაბილურობისთვის, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი  შვიდი ურდული და ორი სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდა. 


ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია  9 აგვისტოს,  საღამოს 21:00 საათიდან განახორციელებს, რისთვისაც მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით კომპანია სამუშაოების  ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებს.


აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის დროს ხვალ, 9 აგვისტოს  საღამოს 21:00 საათიდან  10 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

ბოჭორიშვილის, ბერბუკის, ტყვარჩელის, აკურის (კვერნაძის), ზ.ბენდელიანის, აფაქიძის, მიროტაძის, ასლანიდის, ალექსიძის, სულაკაურის ქუჩებს, ხვიჩიას ქუჩას N1-13, N2-18, იყალთოს ქუჩას N1,2, კოსტავას ქუჩას N63-77, N70-78.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

 

 

 

13/12/2018 gwp ხვალ, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
12/12/2018 gwp ხვალ, სამგორის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
11/12/2018 gwp ხვალ, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
11/12/2018 gwp ხვალ, ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
06/12/2018 ჯივიპიმ ისნის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა