დაგეგმილი სამუშაოები

11/03/2019 ჯივიპიმ ვარკეთილი 3-ში წყალმომარაგების ქსელი განაახლა

 

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვარკეთილი 3-ში, ალექსიძის ქუჩაზე რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განაახლა და ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაობს ხვალ, 12 მარტს განახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობისას 12 მარტს, 22:00 საათიდან 13 მარტის ღამის 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ვარკეთილი 3-ის  I - III მიკრორაიონებს, მებრძოლთა, დვალის და სუხიშვილის ქუჩებს.

 

ვარკეთილი 3-ის II მიკრორაიონის ნაწილს წყალმომარაგება 13 მარტის დილის 08:00 საათიდან აღუდგება.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

23/05/2019 gwp ხვალ, ისნის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
23/05/2019 gwp ხვალ, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
23/05/2019 25 მაისს, ჯივიპი ვაკის რაიონში, ჟღენტის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
22/05/2019 gwp ხვალ, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
22/05/2019 24 მაისს, ჯივიპი ვაკის რაიონში, ჟღენტის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს