დაგეგმილი სამუშაოები

12/03/2019 gwp ხვალ, გლდანი-ნაძალადევის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს


ხვალ, 13 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ისააკიანის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ტექნიკურ სამუშაოების განახორციელებს. პროექტის ფარგლებში ისააკიანის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება. 

აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ 13 მარტს, 20:00 საათიდან 14 მარტის დილის, 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში:

სამხედრო დასახლებაში: გაბაშვილის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს, გობრონიძის ქუჩას და ჩიხებს, მუხიანის I,II მ/რ, III მ/რ-ის N 17,18,19,20,21,22, IV ა მ/რ-ის N 1,2,3,4,5,6,7, 

ნაძალადევის რაიონში: თემქის დასახლების III მ/რ-ის V კვარტალს

 



გაბაშვილის, ბრონშტეინის და მიმდებარე ქუჩებს; მუხიანის I-II მ/რ-ებს, თემქის III მ/რ-ის მე-5 კვარტალს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

20/03/2019 gwp ხვალ, სამგორის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/03/2019 gwp ხვალ, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/03/2019 gwp ხვალ, ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
14/03/2019 ჯივიპიმ დიდუბის რაიონში, გორის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა
13/03/2019 ჯივიპიმ ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა