დაგეგმილი სამუშაოები

02/08/2019 ხვალ, 3 აგვისტოს, ვეკუა-ხიზანიშვილზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება

gwp-მ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა.  პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3  მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

 

მოსახლეობისთვის ნაკლების დისკომფორტის შექმნის მიზნით, ჯივიპი განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს.

 

კომპანია ხვალ, 3 აგვისტოს წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მესამე ეტაპს გლდანის V მ/რ-ში განახორციელებს.

 

ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით  ხვალ, 3 აგვისტოს საღამოს 22:00 საათიდან 4 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ხერგიანის, რაზმაძის, დ.შენგელაიას,  ჯაბიძის ქუჩებს; ხიზანიშვილის ქუჩაზე გლდანის პარკს, გლდანის III მრ/რ-ის  4,5,7,8,11,12,13,13ა,14,14ა,15,15ა,16,17,18,19,20,21,22,23,24,75,77,79,80,81,82,86,87,88  კორპუსებს; გლდანის  V მრ/რ  1,2,3,4,5,6,7,8,8ა,9,9ა,10,11  კორპუსებს;

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge 

 


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება
სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

 

20/08/2019 gwp ხვალ, 21 აგვისტოს, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/08/2019 gwp ხვალ, 20 აგვისტოს, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
15/08/2019 gwp ხვალ, 18 ივლისს, გლდანის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
15/08/2019 gwp ხვალ, 16 აგვისტოს, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
15/08/2019 gwp ხვალ, 16 აგვისტოს, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს