დაგეგმილი სამუშაოები

10/09/2019 ხვალ, 11 სექტემბერს ჯივიპი გლდანის VI მიკრორაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს


ხვალ, 11 სექტემბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის მე-6 მიკრორაიონში, N1 კორპუსის მიმდებარედ წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 11 სექტემბერს, 22:00 საათიდან 12 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში:

გლდანის მე-7 მკ. 10. 11. 12 კორპუსებს, გლდანის  მე-5 მკ. 12-დან 21 კორპუსის ჩათვლით ,გლდანის მე-6 მკ. მთლიანად,  წყაროთ უბან,   ხევისპირის, ნანეიშვილის, ჯაბიძის და ხიზანიშვილის ქუჩებს


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

15/07/2014 „რუსთავის წყალი“ - სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მკვებავ, 800 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე - 23 ივლისი
10/07/2014 ნუცუბიძის ქუჩაზე გამავალ მაგისტრალურ მილდენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება - 23 ივლის
10/07/2014 ელიას წყალგამტარ გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება - 21 ივლისი
20/06/2014 აღმაშენებლის ხეივანში გამავალ მაგისტრალურ წყალდენზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები - 30 ივნისი
30/05/2014 ჩუღურეთის რაიონში, წყაროს ქუჩაზე ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოები - 9 ივნისი