დაგეგმილი სამუშაოები

06/11/2019 ხვალ, 7 ნოემბერს ჯივიპი გლდანის რაიონში ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს


ხვალ, კომპანია  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, გლდანის რაიონი, გმირ კურსანტთა ქუჩა N5-ის მიმდებარედ, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

 

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 7 ნოემბერს 22:00 სთ-დან 8 ნოემბრის დილის 06:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

გლდანის რაიონში:

 

გმირ კურსანტთა ქუჩას

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება
სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

21/11/2019 gwp ხვალ, 22 ნოემბერს, ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
20/11/2019 gwp ხვალ, 21 ნოემბერს, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/11/2019 gwp ხვალ, 20 ნოემბერს, ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/11/2019 gwp ხვალ, 20 ნოემბერს, ისნის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/11/2019 gwp ხვალ, 20 ნოემბერს, დაბა წყნეთში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს