დაგეგმილი სამუშაოები

09/12/2019 ხვალ, 10 დეკემბერს ჯივიპი საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს


ხვალ, 10 დეკემბერს,  კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, კოსტავას და მიროტაძის ქუჩების კვეთაზე,  წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 10 დეკემბერს, 23:00 საათიდან, 11 დეკემბრის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

მიროტაძის ქ, აფაქიძის ქ.N1-9-ს, ბერბუკის, ასლანიდის, ტყვარჩელის, ალექსიძის, აკურის, ბენდელიანის ქუჩებს, კოსტავას ქ. N63-დან 77-მდე, ცირკს, სპორტის სასახლეს, სასტუმრო ,,holiday inn”-ს, კაზინო ,,აჭარას“



წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

 

18/02/2020 ჯივიპი ხვალ, 19 თებერვალს, ვაზისუბნის დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
17/02/2020 ჯივიპი, ხვალ,18 თებერვალს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს
16/02/2020 gwp ხვალ, 17 თებერვალს, დიდი დიღომში, მონპერეს ქუჩაზე, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
10/02/2020 gwp ხვალ, 11 თებერვალს საბურთალოს რაიონში, დიღომი 8-ში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
10/02/2020 gwp ხვალ, 11 თებერვალს მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს