დაგეგმილი სამუშაოები

16/02/2020 gwp ხვალ, 17 თებერვალს, დიდი დიღომში, მონპერეს ქუჩაზე, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 

ხვალ, 17 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მონპერეს ქ. N1-ის მიმდებარედ  წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

 

სამუშაოების მიმდინარეობისას, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 17 თებერვალს,  23:00 საათიდან  18 თებერვლის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

დიდ დიღომში:

დიდი დიღმის  მე-3 და მე-4  მიკრორაიონებს,  დემეტრე თავდადებულის, მირიან მეფის, გეხტმანის ქუჩას  და  ჩიხებს, მარკოპოლოს, კასტელის, ბატონიშვილის, მომპერეს, ბელოის, შმერლინგის, ტილკეს, ლამბერტის, სტივენსის, რაინექსის, ბარონ დებაის, ჰუბერტის, ზუტნერის, ხატაეთის,  შერმადინის,  ანდრონიკაშვილის, ნესტან დარეჯანისა და ნიკო ბურის ქუჩებს.

 


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

 

 

 

21/10/2020 ჯივიპი ხვალ, 22 ოქტომბერს, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
19/10/2020 ხვალ, 20 ოქტომბერს ჯივიპი ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
19/10/2020 ხვალ, 20 ოქტომბერს ჯივიპი საბურთალოს რაიონში, სოფელ ზურგოვანაში დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
18/10/2020 ხვალ, 19 ოქტომბერს ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
14/10/2020 ხვალ, 15 ოქტომბერს ჯივიპი ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს