დაგეგმილი სამუშაოები

06/05/2020 ხვალ, 7 მაისს, ჯივიპი სკრწანისის რაიონში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.


ხვალ,  7 მაისს,  კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში,  ორთაჭალის ქუჩის N60-ის მიმდებარედ,  წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით შეასრულებენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 7 მაისს, 22:00 საათიდან  8 მაისის, დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:

 

ორთაჭალის ქ. N58-დან N88-ის ჩათვლით და N75-დან N89-ის ჩათვლით.



წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. 


28/05/2020 ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ღვინის აღმართის ქუჩაზე გეგმური ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება
28/05/2020 ჯივიპი ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ყვარლის ქუჩაზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებ ჩაატარებს
28/05/2020 ჯივიპი ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
26/05/2020 ჯივიპი ხვალ, 27 მაისს, ვარკეთილის სატუმბო სადგურზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
24/05/2020 ჯივიპი, ხვალ, 25 მაისს საბურთალოს რაიონში გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს