დაგეგმილი სამუშაოები

10/05/2020 ხვალ, 11 მაისს, ჯივიპი ისნის რაიონში, გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ხვალ,  11 მაისს,  კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონი, ხომერიკის ქუჩაზე  წყალსადენის ქსელზე გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით შეასრულებენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 11 მაისს, 22:00 საათიდან  12 მაისის  08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: 

ისნის რაიონში: 

მეტრომშენის დასახლებაში  ხომერიკის, მესხეთის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ყვარლის, რატილის, კალანდაძის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, 13  იანვრის, შარვაშიძის, აფანასიევის, ონიანის, გეზათისა და მიქელაძის ქუჩებს

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. 

 

28/05/2020 ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ღვინის აღმართის ქუჩაზე გეგმური ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება
28/05/2020 ჯივიპი ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ყვარლის ქუჩაზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებ ჩაატარებს
28/05/2020 ჯივიპი ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
26/05/2020 ჯივიპი ხვალ, 27 მაისს, ვარკეთილის სატუმბო სადგურზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
24/05/2020 ჯივიპი, ხვალ, 25 მაისს საბურთალოს რაიონში გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს