დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

21/10/2020 ჯივიპი ხვალ, 22 ოქტომბერს, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ვაკის რაიონში,  ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის N13, 14 და N15 კორპუსების მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელი განაახლა.

 

სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა წყალსადენის 240 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

 

ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, კომპანია გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 22 ოქტომბერს განახორციელებს.

 

სამუშაოების დასრულების შემდეგ ვაკის რაიონის გამგეობა აღნიშნულ მონაკვეთზე გზის ახალ საფარს დააგებს.

 

სამუშაოების მიმდინარეობისას,  წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 22 ოქტომბერს 14:00 საათიდან, 23 ოქტომბრის 14:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

 

ვაკის რაიონში:

ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონს.


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

 

28/10/2020 ხვალ, 29 ოქტომბერს ჯივიპი სამგორის რაიონში,ნაკადულის მე-2 ჩიხში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
21/10/2020 ჯივიპი ხვალ, 22 ოქტომბერს, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
19/10/2020 ხვალ, 20 ოქტომბერს ჯივიპი ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
19/10/2020 ხვალ, 20 ოქტომბერს ჯივიპი საბურთალოს რაიონში, სოფელ ზურგოვანაში დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
18/10/2020 ხვალ, 19 ოქტომბერს ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს