27/12/2020 ჯივიპი ხვალ, 28 დეკემბერს, ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტალში ტექნიკურსამუშაოებსჩაატარებს
ხვალ, 28 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტლის N5-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 28 დეკემბერს 23:45 დან 29 დეკემბრის დილის 04:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
ვაკის რაიონში:
ვაჟა-ფშაველას I, II და III კვარტლებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით აწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge