28/03/2021 ჯივიპი ხვალ, 29 მარტს, ორხევის დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 29 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სამგორის რაიონში, მუხაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.
სამუშაობის მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 29 მარტს 23:00 საათიდან 30 მარტის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
სამგორის რაიონში:
ორხევის დასახლებას
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge