დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

27/04/2021 ხვალ, 28 აპრილს, ბაგების სატუმბო სადგურზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება

 

ხვალ, 28 აპრილს, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბაგების  სატუმბო სადგურზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში განახლდება სატუმბო სადგურის ინფრასტრუქტურა და ასევე დამონტაჟდება დამატებითი ტუმბო-აგრეგატები.

 

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას  ხვალ, 28 აპრილის 22:00 საათიდან, 29 აპრილის 16:00 საათამდე  წყალმომარაგება შეეზღუდება: 

 

ვაკის რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის  N82, 83, 84,  ნაფეტვრების გზის ქუჩას, უნივერსიტეტის და ფხაკაძის ქუჩებს, ბაგების კორპუსებს,  ბაგების დასახლებას.

კაკლების დასახლებას, ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას და შესახვევებს, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილის ქუჩებს. 

მთაწმინდის რაიონში - ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს, კოჯორს.

დაბა წყნეთს,ბეთანიას, ახალდაბას და კვესეთს.

 

 

17/05/2021 ჯივიპი ხვალ,18 მაისს, დავით აღმაშენებელის გამზ. N41/1-ში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
13/05/2021 ჯივიპი 14 მაისს ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
11/05/2021 ჯივიპი ხვალ,12 მაისს, მანჯგალაძის ქუჩაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
09/05/2021 ხვალ, 10 მაისს, ბაგების სატუმბო სადგურზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება
09/05/2021 საბურთალოს რაიონში, ხვალ ,10 მაისს, ხატაეთის ქ #270-ში დაგეგმილია ქსელზე გადაერთების სამუშაოები