22/07/2021 ჯივიპი ხვალ, 23 ივლისს, საბურთალოს რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქ-ზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 23 ივლისს , ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქ-ზე , წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.
სამუშაობის მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 23 ივლისს 23:30 საათიდან 24 ივლისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
საბურთალოს რაიონში:
ნუცუბიძის 4 პლატო N 16,17,18,19ა,19ბ,19გ, 20, 21, 22, 23, 24, ფერმწერთა N 3-29, N 53-91, ა. ტაბიძის N 107-31(კენტებს),N 2-6(ლუწებს), ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.