დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

26/07/2021 27 ივლისს ჯივიპი მთაწმინდის სატუმბო სადგურში და წავკისის რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 

 

 

 

ხვალ, 27 ივლისს, ჯივიპი თბილისის ზედა ზონების წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის მთაწმინდის სატუმბო სადგურში და წავკისის რეზერვუარზე  აუცილებელ  სამუშაოებს ჩაატარებს. 

 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთაწმინდის სატუმბო სადგურში დამატებით   ახალ ტუმბო - აგრეგატებს დაამონტაჟებენ და ასევე, წავკისის რეზერვუარის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩატარებენ. შედეგად, წყნეთში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში  წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. 

 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება. 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ 27 ივლისის საღამოს 22:00 საათიდან 28 ივლისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთს, ბეთიანიას, წავკისს, წავკისისველსახალდაბას, ტაბახმელას, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, კვესეთს.  

 

სამუშაოების მიმდინარეობისასოქროყანისდასახლებაში წყალმომარაგება შეიზღუდება ხვალ,27 ივლისის საღამოს  22:00 საათიდან 28 ივლისის საღამოს 22:00 საათამდე. 

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.  სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

 

 

 

 

23/09/2021 ჯივიპი ხვალ, 24 სექტემბერს დარიალის ქუჩა N16-თან, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22/09/2021 ჯივიპი ხვალ, 23 სექტემბერს, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. N 8ა-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
20/09/2021 ჯივიპი ხვალ, 21 სექტემბერს , ჩუღურეთის რაიონში მანჯგალაძის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
20/09/2021 ჯივიპი ხვალ, 21 სექტემბერს , სამგორის რაიონში, ვარკეთილის 3, II მ/რ, N16-თან, ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ჩაატარებს
19/09/2021 ჯივიპი ხვალ, 20 სექტემბერს , ვაკის რაიონში, დარიალის ქუჩა N16-თან ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს