დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი
11/11/2021 ხვალ, 12 ნოემბერს ჯივიპი სამგორის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 12 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, სოფ. ნასაგური, მარნის ქ. N16-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 12 ნოემბერს 12/11 12:00-დან 12/11 18:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
სამგორის რაიონში:
სოფელ ნასაგურს და სოფელ წინუბანს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.