დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

24/11/2021 ჯივიპი, 25 ნოემბერს, ისნის რაიონში, ვაზისუბნის სატუმბო სადგურში აუცილებელ სამუშოებს ჩაატარებს

ხვალ, 25 ნოემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიისნის რაიონში, ბეგიაშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის  ვაზისუბნის სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

 

ახალი ტუმბო-აგრეგატის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით  წყალმომარაგების ქსელზე  გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება. 

 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 25 ნოემბერს, საღამოს 22:00 საათიდან 26 ნოემბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 


ისნის რაიონში:

 

ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მ/რ-ებს, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, მხატვართა, ხელოვანთა, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, პილსუდსკის, მუსხელიშვილის, ლეჟავას, პატარიძის, მშველიძის, ვაზის ქუჩებს, შანდორ პეტეფის N 1, წულუკიძის (მ.ლაღიძის ) I, II ჩიხს, III, IV შესახვევს, წულუკიძის ქუჩის N 16, 18, 20, 22. მთისძირის ქუჩას და შესახვევებს, ყვარლის N128- 160 (ლუწებს), მშველიძის, უშაკოვის, კადეტთა კორპუსს, აწყურის, ქეთევან წამებულის N1-67 (კენტი),  N2-96 (ლუწი), შირაქის, ლეხ კაჩინსკის ( შავი ზღვის) შორაპნის , სპანდარიანის , ცუცხვათის , ძევერას , გარე კახეთი, წერნაკის, დოლაბაურის, კოშკოვანი, უბილავას, დედოფლისწყარო, ბადიაურის , თელავის, ხახანაშვილის, გუთნის, წინანდლის, ავლიპ ზურაბაშვილის, წურწუმიას, კასპის, დოესის, ნოსირის, ზინდისის, იალბუზის, არბოშიკის, სამასი არაგველის, ბოდბეს, შავსოფელის, ბოჭორმის, ივერიელის, ახმეტის, ქურხულის, ბაბის ხევის (მუჯირიშვილის), შილდის, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ნიაბის, ნიაბის ქ.2,3,4,5 შესახ. ცისკრის, ბზიფის, სომხეთის, მრევლიშვილს ფშავის, კვესეთის, ნაქერალას, სათემო, კვალეთის, ახალუბნის, შაქრიანის ქუჩებს.


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.





13/05/2022 ჯივიპი , ხვალ 14 მაისს ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
11/05/2022 ჯივიპი 13 მაისს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
10/05/2022 ჯივიპი , ხვალ 11 მაისს ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
09/05/2022 ჯივიპი , ხვალ 10 მაისს საბურთალოს რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
09/05/2022 ჯივიპი , ხვალ 10 მაისს ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს