08/05/2022 ჯივიპი , ხვალ 9 მაისს ისნის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 9 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ასევე დამონტაჟდება ჩაკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 მაისს, დილის 10:00 საათიდან 10 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში:
ბოჭორმის, ლუსინიანის, შავსოფლის, ბოდბის, ისნის, ზახაროვის, არბოშიკის, იალბუზის, პატარძეულის, უჯარმის, დოლაბაურის, წმინდა ქეთევან წამებულის N4-90, N1-65; მეტეხის, თელავის, ჩეხოვის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, სოლომონ ბრძენის, მაჭარის, მუკუზანის, 300 არაგველის, კაჩინსკის ქუჩა N1-5, რიყის პარკს, ღვინის აღმართს, დუტუ მეგრელის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.