13/06/2022 ჯივიპი, ხვალ 14 ივნისს, დიდუბის რაიონში აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება
ხვალ, 14 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში მირცხულავას ქუჩაზე ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 14 ივნისს, 22:00 საათიდან 15 ივნისის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში
სამტრედიის, აგლაძის, წყალტუბოს N 1,2,3,4, მირცხულავას
N 10,12,14,16, კოსმონავტების, დგებუაძის, ხოშარაულის N29 ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge