20/06/2022 ჯივიპი, 21 ივნისს, ვაკის რაიონში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 21 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში ნუცუბიძის მე-5 მიკროს N 3 კორპუსთან გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 21 ივნისს, 11:00 საათიდან 21 ივნისის 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ნუცუბიძის 1 მ/რ, 2 მ/რ-ს კვარტლებით, მე-4 მ/რ-ის N 1, 2, 3, 4, 5, 6, 10, 10ბ, 11, 12, 33, 34, 35, 36, ნუცუბიძის N 211, 221, 223, ფერმწერთა, ვარაზის, ბანძელაძის, ქვემო აჟარის, ბესო ჟღენტის, შავგულიძის N7, 7ა, მინდელის N 3, 5, პოლიტკოვსკაიას (ჯიქია), ფხაკაძის, მხატვართა, კაპანელის და ძოწის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსის N 1,2,3,4 სადარბაზოებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge