12/07/2022 ჯივიპი, 13 ივლისს, გლდანის რაიონში, ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 13 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში , მუხიანის აგარაკები, ბორჯომის ქუჩაზე ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 13 ივლისს, 11:00 საათიდან 13 ივლისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონი:
მუხიანი 2-ში: ბორჯომის, რიცეულას, გაზაფხულის ანაგის, მახარობლის, ნაკადულის, გომბორის, არწივის, იასამნის, დაისი, რაჭის, ვანის, იაკობის, გრემის, კალოუბნის, მუხის, გოგნის, სამეგრელოს ქუჩებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11 ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge