დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

06/09/2022 ჯივიპი, 7 სექტემბერს კრწანისის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს


7 სექტემბერს , ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  კრწანისის რაიონში, მ.ხონელის ჩიხი N5-ის მიმდებარედ რეზერვუარში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.


აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია  ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც , 7 სექტემბერს 10:00 საათიდან  7 სექტემბრის  22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გრიშაშვილის, ცურტაველის, ბერძნის, ნადიკვარის, თელეთის, ბააზოვის, ვეზიროვის, შატაიძის, მეფისაშვილის, წალკის, გიორგი მერჩულის, მოსე ხონელის, საბანიძის, ლორთქიფანიძის, ეფრემ მცირეს, ოფრეთის, კალანდაძის, ორთაჭალის ქ. შესახვევებით, სოღანლუღის, ალგეთის, ქუმსიაშვილის, დეკაბრისტების, ნ. ტაბიძის, მელქაძის, მარტვილის ქუჩებს.



ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.



წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

06/10/2022 ჯივიპი, 8 ოქტომბერს, დიდუბის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
06/10/2022 ჯივიპი, 7 ოქტომბერს, საბურთალოს რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
05/10/2022 ჯივიპი, 6 ოქტომბერს, ვაკის რაიონში, აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
05/10/2022 ჯივიპი, 6 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
03/10/2022 ჯივიპი, 4 ოქტომბერს, კრწანისის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს