დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

11/09/2022 ჯივიპი, 12 სექტემბერს, საბურთალოს რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს


ხვალ, 12 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიცკევიჩის ქუჩა N23-თან წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მომხმარებლებისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით კომპანიის ჯგუფები სამუშაოებს ღამის განმავლობაში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 სექტემბრის ღამის 23:00 საათიდან 13 სექტემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: 

საბურთალოს რაიონში - მიცკევიჩის, ცაგარელის, ბურძგლას, საირმის, ქართველიშვილის, სიმონ სხირტლაძის, რამიშვილისა და ტანძიის ქუჩებს, ტაშკენტის  N1-10, საირმის გორას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობი - http://www.gwp.ge



30/03/2016 ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურის რეზერვუარებზე, საპროფილაქტიკოსამუშაოებიხვალ, 31 მარტს დაიწყება
24/03/2016 „ჯორჯიანუოთერენდფაუერი“ თბილისის შემოერთებულ საზღვრებში ტექნიკურსამუშაოებს ჩაატარებს
01/03/2016 წყალსადენის მაგისტრალებზე კომპლექსური ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება
28/01/2016 GWP ქობულეთის ქუჩაზე მდებარე რეზერვუარზე გეგმურ საპროფილაქტიკო სამუშაოებს ჩაატარებს - 05.02.2015
15/12/2015 ვაკის რაიონში, წყალსადენის 500 მმ-იანი მაგისტრალის ახალი მონაკვეთი ექსპლუატაციაში გაეშვება - 22.12.2015