დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

13/11/2022 ჯივიპი, 14 ნოემბერს, ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 

ხვალ, 14 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები 14 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 15 ნოემბერს დილის 08:00 საათზე დასრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 14 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში -

უიარაღოს, ნოსტეს, კახიანის, ძმობის, მუშათას, წრომის, კელაპტრიშვილის, ასკურავას, სტურუას, კისისხევის, წაღვერის, კაჭრეთის, კონდოლის (ლევან თიგიშვილის), მაღაროს, კოდალოს, ლოტკინის ხევი, ენისელის, მესხის, ღუდუშაურის, მიტინგის და ქართლელიშვილის, ურიდიას (ყოფილი ჩოდრიშვილის), რევაზ ინანიშვილის ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში - 

ივერთუბნის დასახლებას (ხეხილ სანერგე მეურნეობა) რეხის, მახათას აღმართის, სამურზაყანოს, სარკინეთის, ცხრა ძმის, აფხაზეთის, მარუაშვილის, სამშვილდის, ზაზიშვილის III შეს, აჭარის, ტყეკულტურის, მანგლისის, არგვეთის, მეუნარგიას N65-79 (კენტებს), N 58, 64, 66, 68, დავითაშვილის, თამარაშენის, ლამის, ბაგრატიონის, ჯაბაურის, სიღნაღის, ღოღობერიძის, მნათობის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge




04/12/2022 ჯივიპი, 5 დეკემბერს, გლდანის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
01/12/2022 ჯივიპი, ხვალ 2 დეკემბერს , ვაკის რაიონში თ.გაზდელიანის ქუჩაზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
29/11/2022 ჯივიპი, 30 ნოემბერს, კრწანისის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
27/11/2022 ჯივიპი, 28 ნოემბერს, სამგორის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22/11/2022 ჯივიპი, ხვალ 24 ნოემბერს , საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს