ახალი ამბები
...

31/05/2013 მე-14 ბიზნესდაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გახდა

 

2012 წლის მანძილზე, მომსახურების სექტორში შეტანილი წვლილისთვის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაჯილდოვდა სპეციალური პრიზითა და სიგელით, რომელიც  კომპანიის გენერალურ დირექტორს - ბესიკ ვაშაკაშვილს შემოსავლების სამსახურის უფროსმა - ვაჟა ხუციშვილმა 30 მაისს, წარმატებული ბიზნესკომანიების რიგით მე-14 ბიზნესდაჯილდოების ცერემონიალზე გადასცა.

რიგით მე-14 ბიზნესდაჯილდოებამ 2012 წლის საუკეთესო 25 ბიზნესკომპანია გამოავლინა, რომელთა შერჩევა სპეციალურად მოწვეულ ექსპერტთა შეფასებით მოხდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის - ბესიკ ვაშაკაშვილის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში ბიზნესის სტიმულირების ერთ-ერთი გზა სწორედ ასეთი დაჯილდოებებია. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასაც გარკვეული წარმოდგენა შეექმნას სხვადასხვა კომპანიის საქმიანობაზე და იმ სირთულეებზე, რაც ახლავს ბიზნესის კეთებას და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ყოველ ბიზნესკომპანიასთან და თითოეულ თბილისელთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს - ქმნის პროდუქტს - ხარისხიან სასმელ წყალს, რომელსაც იოლად ხელმისაწვდომს ხდის. ეს პროდუქტი, რომელიც ჩვენს ონკანებში მოედინება, კომპანიის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომისა და დიდი პასუხისმგებლობის შედეგია.

საქართველოს წარმატებული ბიზნესკომანიების ტრადიციული, რიგით მე-14 ბიზნესდაჯილდოება, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ჩატარდა. ბიზნესდაჯილდოება შედგა საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია ,,გორბის" მონაწილეობითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ამერიკის სავაჭრო პალატისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის მხარდაჭერით.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები