ახალი ამბები
...

05/06/2013 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურმა დირექტორმა, ესმა ონიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის ქუჩების ქსელებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას მიმდინარე წელსაც აგრძელებს. დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურმა დირექტორმა - ჰელმუტ ვეიდელმა, კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თბილისში, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შესასრულებელი სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, მან დიღმის მასივში მდებარე ესმა ონიანის ქუჩა მოინახულა.

ესმა ონიანის ქუჩა გეგმით გათვალისწინებულ იმ ქუჩების ნუსხაშია, რომელთა ამორტიზებული და ხანდაზმული ქსელების შეცვლას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიმდინარე წელს ახორციელებს. ესმა ონიანის  ქუჩაზე შესაცვლელი ქსელების საერთო სიგრძე  800 მეტრამდეა. რეაბილიტაცია უტარდება ქუჩის წყალსადენის როგორც მაგისტრალურ ქსელებს, ასევე 35-ვე განშტოებასაც, მონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურა და ეწყობა წყალსადენის ახალი საკვანძო ჭა.

მიმდინარე წელს, პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო-საპროფილაქტიკო სამუშაოები უკვე  დასრულდა. ქსელების რეაბილიტაციის შემდეგ, ყველა ამ ქუჩის, და მათ შორის ესმა ონიანის ქუჩის მობინადრეთა წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდება.

სარებილიტაციო სამუშაოებს კომპანია მე-5 წელია აწარმოებს მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო სახელწოდებაა "თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაცია". 2012 წლის ჩათვლით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის სხვადასხვა რაიონის, დაახლოებით, 450 ქუჩის მიწისქვეშა კომუნიკაციებს ჩაუტარა რეაბილიტაცია და ქსელების 300 კმ-ზე მეტი მთლიანად ახლით შეცვალა. 



სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები