ახალი ამბები
...

28/08/2013 ცხელი სადილი ყველას



”სადილი ყველას” – ერთობლივი საქველმოქმედო აქციაა, რომელიც ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” და ასოციაცია ”კათარზისმა” მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოაწყვეს.

მასპინძელი კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დღეს დილიდან, ასოციაცია ”კათარზისთან” ერთად, სოციალურად დაუცველ თბილისელებს ცხელი სადილით უმასპინძლდება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის მილოცვის მიზნით, ”კათარზისს” ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ადმინისტრაციული დირექტორი - ნიკოლოზ ბახტაძე ესტუმრა. „გვინდოდა მარიამობის დღესასწაული ამ სახით მიგველოცა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სადილი ნამდვილად გემრიელია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გვეწვიოს”, - განაცხადა ნიკოლოზ ბახტაძემ. აქციის ორგანიზატორები ცხელი სადილით, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 2000 კაცს უმასპინძლებენ. ”კათარზისის” კარი მარიამობის დღესასწაულზე ნებისმიერი მოქალაქისთვის იქნება ღია.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს ასოციაცია ”კათარზისთან”. პარტნიორობის ფარგლებში მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაიმართება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები