ახალი ამბები
...

14/06/2013 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტური მოაწყო


"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", უნიკალური ობიექტებისა და კომპანიის საქმიანობის გაცნობის მიზნით, დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტური მოუწყო.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" არაგვის ხეობაში განთავსებული მნიშვნელოვანი სათავო ნაგებობები - ნატახტრისა და საგურამოს წყალსადენები მოინახულეს. მათ საქართველოში წყალმომარაგების პირველი - ნატახტრის უნიკალური სიფონური წყალსადენი და წყალშემკრები კამერაც დაათვალიერეს, რომელიც ექსპლუატაციაში  1933 წელს შევიდა. თბილისში განთავსებული ობიექტებიდან ტურის მონაწილეები ღრმაღელის წყალსადენის სათავო ნაგებობას ესტუმრნენ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტებმა მოსწავლეებს თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის შესახებ მოკლე საინფორმაციო ექსკურსი ჩაუტარეს, აუხსნეს, თუ როგორ მუშაობს წყალმომარაგების სისტემა, რა გზებით ხდება წყლის რესურსების მოპოვება, როგორ ხდება იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტის შექმნა, რომელსაც ხარისხიანი სასმელი წყალი ეწოდება, როგორ ხდება წყლის თბილისამდე ტრანპორტირება და მომხმარებლების ონკანებამდე მიტანა და რატომ არის თბილისში ონკანის წყლის სასმელად გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. ასევე, ყურადღება გამახვილდა წყლის რესურსების დაზოგვისა და სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების აუცილებლობაზე.

საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ტურებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რამდენიმე წელია აწყობს. მსგავს ღონისძიებებს კომპანია მომავალშიც განახორციელებს.


სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები