ახალი ამბები
...

17/10/2013 ღონისძიება ქვემო ფონიჭალაში - „სუფთა მტკვარი 2014 წლისთვის“

მასშტაბური პროექტი - „სუფთა მტკვარი 2014 წლისთვის“ („ მდ. მტკვარი ჩამდინარე წყლების გარეშე“), რომელსაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რამდენიმე წელია ახორციელებს, მიმდინარე წლიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსეი კუზნეცოვმა, დღეს, თბილისის მერს - გიგი უგულავასა და ვიცე-მერს - დავით ნინიძეს პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გააცნო. ამ მიზნით, მათ ქვემო ფონიჭალაში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე კომპლექსური სამუშაოები მოინახულეს, სადაც 800 მმ დიამეტრისა და 2100 მ. სიგრძის ბეტონის თვითდენითი მაგისტრალური მილის სრული რეაბილიტაცია  მიმდინარეობს. რეკონსტრუქციის შემდეგ განახლებული ქსელი მშენებარე სატუმბო სადგურს უნდა მიუერთდეს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასევე აშენებს ამ სატუმბო სადგურიდან გამომავალ 2 პარალელურ, 500 მმ დიამეტრის  წყალარინების წნევიან ქსელს, რომლის საერთო სიგრძე  3 200 მ-ს შეადგენს. საბოლოოდ, ორივე ახალი ქსელი  გარდაბნის მთავარ გამყვან კოლექტორს მიუერთდება. ობიექტის საპროექტო  ღირებულება  2, 530 მლნ. ლარს შეადგენს. 

პროექტი - „სუფთა მტკვარი 2014 წლისთვის“ („ მდ. მტკვარი ჩამდინარე წყლების გარეშე“) მე-5 წელია მიმდინარეობს. წელს, პროექტის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უკვე დაასრულა თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე 80-მდე ობიექტის რეკონსტრუქცია. წლის ბოლომდე მათ რიცხვს კიდევ 70 რეაბილიტირებული ობიეტი შეემატება.

პროექტის დაწყებამდე მდ. მტკვარში დედაქალაქის საკანალიზაციო წყლები სანიაღვრე ქსელების საშუალებით ხვდებოდა. პროექტის თანახმად კი კეთდება სანიაღვრე და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების განმხოლოება, სრულიად ახალი კომუნიკაციების მოწყობა, ძველი და ხანდაზმული ქსელების რეაბილიტაცია და მათი მიერთება მოქმედ განახლებულ ქსელებთან. პროექტი ითვალისწინებს წყალარინების განმხოლოებული ქსელების მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე განთავსებულ კოლექტორებთან და საბოლოო ჯამში, მთავარ გამყვან კოლექტორთან მიერთებას. ამ გზით, თბილისის ჩამდინარე წყლები გარდაბნის გამწმენდ ნაგებობამდე მივა. პროექტის დასრულების შედეგად, მივიღებთ სუფთა მდინარეს დედაქალაქში.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები