ახალი ამბები
...

12/02/2014 თბილისში წყლის შეწყვეტის შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის მოძიება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდზეა შესაძლებელი



კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რეკომენდაციით მიმართავს თავისი აბონენტების იმ ნაწილს - თბილისის მოსახლეობას, ორგანიზაციებს, საწარმოებსა და კომერციულ ობიექტებს - რომელთაც ხელი მიუწვდებათ ინტერნეტზე, წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით მიმართონ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს - www.georgianwater.com

კომპანიის ვებგვერდი მუდმივად განახლებად რეჟიმში ფუნქციონირებს. მომხმარებლები მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების თუ ავარიული დაზიანებების ლიკვიდაციის მიზეზით წყლის მიწოდების შეწყვეტასა და მის ხანგრძლივობაზე ყოველდღიური ინფორმაციის მოძიებას „მთავარი გვერდიდან“ „გადაუდებელი სამუშაოების“ ჩანართზე გადასვლით შეძლებენ - http://www.georgianwater.com/main.php?pg=spl&tp=7&mn1=3&mn2=37

გარდა ამისა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ დღეიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობა დაიწყო კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბმა, რომელიც, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე წლევანდელი მკაცრი ზამთრის შედეგად გამოწვეული ავარიების ლიკვიდაციის მიმართულებით, ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს. „კრიზისული შტაბის“ მუშაობა იქნება აბსოლუტურად ღია -  ნებისმიერი მოქალაქე, თავის პრობლემასთან დაკავშირებით, შესძლებს შტაბის სახელზე დატოვოს წერილობითი შეტყობინება კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის პირად მესიჯებში (ინბოქსში), სპეციალური მითითებით - „GWP-ის შტაბს“ ან დაუკავშირდეს კომპანიის ცხელ ხაზს - 293 11 11 და დატოვოს სიტყვიერი შეტყობინება ასეთივე სპეციალური მითითებით.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები