ახალი ამბები
...

21/02/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახლადშემოერთებულ დასახლებებს წყალს მალე 24-საათიან რეჟიმში მიაწვდის


კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში 24-საათიანი  წყალმომარაგების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, კომპლექსური ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას აგრძელებს. ამ მიზნით, კომპანია დედაქალაქის რამდენიმე ახლადშემოერთებულ დასახლებაში სამუშაოებს ერთდროულად აწარმოებს. 

თუ რამდენად ეფექტურად და გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხორციელდება თბილისის ახლადშემოერთებულ დასახლებებში 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის სამუშაოები, ამ მიზნით, დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი - ალექსეი კუზნეცოვი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი სოფელ პატარა ლილოს ესტუმრნენ და მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს. 

სოფელი პატარა ლილო ერთ-ერთია დედაქალაქის ახლადშემოერთებულ დასახლებებს შორის, სადაც 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, კომპლექსური ტექნიკური სამუშაოები 2013 წლის დეკემბრიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ შედგენილი პროექტის თანახმად, პატარა ლილოში მიმდინარეობს სასმელი წყლის ორი ახალი რეზერვუარის მშენებლობა, რომელთა საერთო მოცულობა 1500 კუბური მეტრი იქნება. ასევე, დაწყებულია ახალი სატუმბო სადგურის მშენებლობა, რომელიც  უახლესი ტიპის ავტომატური მართვის 4 ტუმბო-აგრეგატით აღიჭურვება. პარალელურად, მიმდინარეობს 6 930 მეტრი სიგრძის, 250 მმ-იანი წნევიანი მაგისტრალური მილდენის მშენებლობა. ამ გადამცემი მილის 4 150 მეტრი უკვე გაყვანილია. გარდა ამისა, სოფელში კეთდება წყალსადენის გამანაწილებელი ქსელები, რომლის საერთო სიგრძე 5 400 მეტრი იქნება. გამანაწილებელი ქსელების 2 350 მეტრის გაყვანა კომპანიას უკვე დასრულებული აქვს. ქსელებზე, ყველა საჭირო ადგილას მოეწყობა საკვანძო ჭები და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. მიმდინარე კომპლექსური სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება. ახლადაშენებული ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, პატარა ლილოში მცხოვრებ 1 300 ადამიანს უწყლობის პრობლემა გადაეჭრება და 24-საათის განმავლობაში მომარაგდება სასმელი წყლით.

პატარა ლილოს მაცხოვრებლები დღემდე მხოლოდ ნაწილობრივ, ადგილობრივი წყაროდან სტიქიურად გაყვანილი მილით მარაგდებიან წყლით. სოფლის მცირე მოცულობის რეზერვუარი კი იმდენადაა სიძველისგან მწყობრიდან გამოსული, რომ მისი გამოყენება მოსახლეობის წყალმომარაგების მიზნით დიდიხანია ვეღარ ხერხდება.

წყალმომარაგების მხრივ, ანალოგიურად მძიმე მდგომარეობაა თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სხვა დასახლებებშიც, როგორიცაა სოფლები: ნასაგური, წინუბანი, დიდი ლილო, ავჭალა-2, გიორგიწმინდა, მუხიანი, დიღომი. ყველა ამ სოფელში კომპანია ერთდროულად ატარებს კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს, რომლებიც ასევე აპრილის შუა რიცხვებში დამთავრდება.

თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის პროექტს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2014  წლის ბოლოს დაასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დედაქალაქის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებსაც სასმელი წყალი არა გრაფიკით, არამედ 24-საათიან რეჟიმში ექნება. 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები