ახალი ამბები
...

27/02/2014 კვარტალური დარიცხვის პროგრამა, ვებპორტალი mygwp.ge და SMS-შეტყობინების პროგრამა უკვე ამოქმედდა


კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, თბილისელი აბონენტებისთვის სამი ახალი პროექტი - კვარტალური დარიცხვის პროგრამა, ვებპორტალი mygwp.ge და SMS-შეტყობინების პროგრამა აამოქმედა.

უკვე ერთი თვეა, გამრიცხველიანებულ აბონენტებს გადასახადის დარიცხვის ახალი ფორმით - კვარტალური დარიცხვის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ. პროგრამაში ჩართვის მიზნით, კომპანიამ 43 000 აბონენტთან   ხელშეკრულებები უკვე გააფორმა და მათ წყალმომარაგება-წყალარინების მომსახურების საფასურის დარიცხვის მოქნილი ფორმა შესთავაზა - კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველის ანათვალს კვარტალში ერთხელ იღებს, ხოლო შუალედურ პერიოდში, ორი თვის მანძილზე, კონკრეტულ აბონენტს გადასახადი თავისი საშუალო ხარჯის, ანუ „შეფასებითი დარიცხვის“ წესის მიხედვით ერიცხება. კვარტლის ბოლოს კი,  როდესაც კომპანიის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის რეალური ჩვენება დაფიქსირდება, დარიცხული თანხის კორექტირება მრიცხველის ჩვენების შესაბამისად მოხდება.

პარალელურად, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინა პროგრამაში ჩართულ მომხმარებელთა ინტერესები და მათთვის მეორე პროექტიც აამოქმედა - ვებპორტალი mygwp.ge, რომელზეც წვდომის შესაძლებლობა ხელშეკრულების მქონე თითოეულ აბონენტს მისთვის მინიჭებული უნიკალური პაროლის მეშვეობით შეუძლია. „შეფასებითი დარიცხვის“ მქონე აბონენტებს შესაძლებლობა ეძლევათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მრიცხველის რეალური ჩვენება გაუგზავნონ, რომელიც კომპანიის ბილინგის სისტემაში ავტომატურად აისახება. შედეგად, დარიცხული თანხის კორექტირება აბონენტის მიერ მითითებული მრიცხველის ჩვენების შესაბამისად მოხდება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველის ჩვენებას კვარტალში ერთხელ ადგილზე მისვლით დააფიქსირებს. ყველა ასეთ აბონენტს მისთვის განკუთვნილი პაროლი კომპანიამ ხელშეკრულებაში მითითებულ მობილურ ნომერზე უკვე გაუგზავნა. მონაცემთა კონფიდენციალობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით,  აბონენტები ყოველთვიურად განახლებულ პაროლს მიიღებენ.

მესამე პროექტით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მომხმარებელთა ინფორმირების არსებული საშუალებები გააძლიერა და თებერვლის დასაწყისიდან SMS-შეტყობინებების გაგზავნა დაიწყო. პროექტის მიზანია, წყალმომარაგების გეგმიურად თუ ავარიულად შეწყვეტის შემთხვევაში, მოსახლეობის ოპერატიულად ინფორმირება მობილური ტელეფონის საშუალებით. ამ ეტაპზე ინფორმაცია, წყლის შეწყვეტის მიზეზისა და წყალმომარაგების აღდგენის დროის მითითებით, უკვე 45 000 აბონენტს ეგზავნება. პარალელურად, კომპანია ბილინგის არსებული ბაზის სრულყოფას ცხელი ხაზის, კვარტალური დარიცხვის პროგრამისა და სერვისცენტრების მეშვეობით ახორციელებს.


სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები