ახალი ამბები
...

14/03/2014 ახლო მომავალში სოფ. დიდი ლილოს მოსახლეობა სასმელი წყლით 24-საათის განმავლობაში მომარაგდება

ახლო მომავალში სოფ. დიდი ლილოს მოსახლეობა სასმელი წყლით უკვე 24-საათის განმავლობაში მომარაგდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრების 24-საათიანი  წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, მუშაობას განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, კომპანია დედაქალაქის ახლადშემოერთებულ რვა დასახლებაში კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს ერთდროულად აწარმოებს. 

შემოერთებულ დასახლებებში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე სამუშაოების გაცნობის მიზნით, დღეს,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა - ნიკოლოზ ბახტაძემ თბილისის საკრებულოს წევრს, ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძეს სოფ. დიდ ლილოში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინა. 

დიდი ლილო  ერთ-ერთია დედაქალაქის ახლადშემოერთებულ დასახლებებს შორის, სადაც 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, კომპლექსური ტექნიკური სამუშაოები 2013 წლის დეკემბრიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  პროექტის თანახმად, დიდ ლილოში რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის  2 რეზერვუარს, რომელთა ჯამური მოცულობა 500 კუბური მეტრია. ასევე, დაწყებულია სატუმბო სადგურის რეაბილიტაციაც. პარალელურად, მიმდინარეობს 2 580 მეტრი სიგრძის, 200 მმ-იანი წნევიანი მაგისტრალური მილდენის მშენებლობა, რომელიც სასმელ წყალს სატუმბო სადგურიდან რეზერვუარამდე გადაქაჩავს. ამ მაგისტრალის 1 800 მეტრი უკვე გაყვანილია. გარდა ამისა, სოფელში კეთდება წყალსადენის გამანაწილებელი ქსელები, რომლის საერთო სიგრძე 10 630 მეტრი იქნება. გამანაწილებელი ქსელების 3 600 მეტრის გაყვანა კომპანიას უკვე დასრულებული აქვს. ქსელებზე ასევე მოეწყობა საკვანძო ჭები და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. მიმდინარე კომპლექსური სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. ამ ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, სოფ. დიდ ლილოში მცხოვრებ 3500 ადამიანს უწყლობის პრობლემა გადაეჭრება და 24-საათის განმავლობაში მომარაგდება სასმელი წყლით.

დიდი ლილოს მაცხოვრებლები, დღემდე, მხოლოდ ნაწილობრივ, ისიც სტიქიურად მოწყობილი და უკვე მწყობრიდან გამოსული წყალსადენის სისტემიდან მარაგდებიან. სოფლის წყალსადენს არ გააჩნია საკმარისი ატმოსფერული წნევა, რის გამოც ასევე შეუძლებელია მოსახლეობის მუდმივი წყალმომარაგება.

წყლის მიწოდების მხრივ, დღემდე ანალოგიურად მძიმე მდგომარეობაა თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სხვა დასახლებებშიც, როგორიცაა: წინუბანი, პატარა ლილო, ავჭალა-2, გიორგიწმინდა, მუხიანი-2, სოფელი დიღომი და ნასაგური. ყველა ამ დასახლებაში კომპანია ერთდროულად ატარებს კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს, რომელიც  აპრილის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც კომპანია სხვა დასახლებებსა და სოფლებში გადაინაცვლებს.

თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის პროექტს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2014  წლის ბოლოს დაასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დედაქალაქის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებსაც სასმელი წყალი არა გრაფიკით, არამედ 24-საათიან რეჟიმში ექნება. 

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები