ახალი ამბები
...

25/03/2014 ფონიჭალის მოსახლეობის წყალმომარაგება 26 მარტიდან გაცილებით სტაბილური გახდება


ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობის წყალმომარაგება 26 მარტიდან გაცილებით სტაბილური და საიმედო გახდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავის გზატკეცილი N40-ისა და „თბილავიამშენის“ მიმდებარედ, მოძველებულ მაგისტრალურ ქსელებს ახლით ცვლის. ორივე ობიექტი კომპანიის წლევანდელი სარეაბილიტაციო პროგრამის შემადგენელი ნაწილია.

დღეს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ადმინისტრაციულმა  დირექტორმა - ნიკოლოზ ბახტაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - გიორგი მუსხელიშვილს წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გააცნო. მონიტორინგის მიზნით, მათ რუსთავის გზატკეცილი N40-თან გამავალ 700 მმ-იან მაგისტრალურ მილდენზე წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოინახულეს. კომპანია, ობიექტის ექსპლუატაციაში გასაშვებად, დღეს, ბოლო ეტაპის სამუშაოებს ახორციელებს და ახალ მაგისტრალურ ქსელს არსებულ ქსელთან აერთებს. აღნიშნული მაგისტრალით სასმელი წყალი ზემო და ქვემო ფონიჭალას მიეწოდება.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ეს ობიექტი იმ 70 ქუჩის ნუსხაშია, რომელთა ამორტიზებული და ხანდაზმული ქსელების შეცვლას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მიმდინარე წელს გეგმავს. კომპანიამ რუსთავის გზატკეცილი N40-ის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარა 700 მმ-იანი მაგისტრალური მილის ხანდაზმულ მონაკვეთს. შეცვლილი ქსელის საერთო სიგრძე 900 მ. შეადგენს. პარალელურად, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „თბილავიამშენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანიამ რეკონსტრუქცია ჩაუტარა ამავე მაგისტრალური მილის ავარიულად ამორტიზებულ მონაკვეთს და ახლით შეიცვალა მაგისტრალური მილდენის 850 მ. ასევე, განახლებულ ქსელებზე დამონტაჟდა ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურა.

მაგისტრალური მილის ხანდაზმული მონაკვეთების ახლით შეცვლის შემდეგ, ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობა სასმელ წყალს გაცილებით სტაბილურ რეჟიმში მიიღებს.

სარებილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა "თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაცია". აღნიშნული პროექტის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის სხვადასხვა რაიონის, უკვე 500-ზე მეტი ქუჩის მიწისქვეშა კომუნიკაციებს ჩაუტარა რეაბილიტაცია და ქსელების 400 კმ-ზე მეტი მთლიანად ახლით შეცვალა. 


სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები