ახალი ამბები
...

15/04/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალსადენის ჭებზე საპროფილაქტიკო სამუშაოებს ახორციელებს

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის ქუჩებში არსებულ წყალსადენის საკვანძო და გამანაწილებელ ჭებზე, მიმდინარე წლის აპრილიდან, გეგმურ საპროფილაქტიკო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული ტექნიკური ღონისძიება სტაბილური წყალმომარაგებისა და წყალსადენის სისტემის მდგრადი ფუნქციონირების ერთ-ერთი კომპონენტია.

დედაქალაქის მასშტაბით, წყალსადენის სხვადასხვა დიამეტრის ქსელებზე 7 000-მდე საკვანძო და გამანაწილებელი ჭაა განთავსებული. ყოველ მათგანში წყალსადენის ქსელის  შესაბამისი დიამეტრის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულია დამონტაჟებული. წყალსადენის ჭების საპროფილაქტიკო სამუშაოები მოიცავს ჭების გაწმენდას და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, ხუფისა და  ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურის შეკეთებას ან ახლით შეცვლას, ასევე, ჭის დაზიანებული კედლების აღდგენას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ყოველთვიურად 300-მდე საკვანძო და გამანაწილებელ ჭას ჩაუტარებს, 2014 წლის ბოლომდე კი კომპანია, გეგმის შესაბამისად, წყალსადენის 2 700-მდე ჭას აღადგენს.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები