ახალი ამბები
...

22/04/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება



დღეს გამთენიას, დაახლოებით 2 საათზე, კოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა ჭექა-ქუხილმა  პრობლემა შეუქმნა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ არაგვის ხეობასა და თბილისში განთავსებული სათავო ნაგებობების გამართულად ფუნქციონირებას.  ჭექა-ქუხილმა ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნა გამოიწვია, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა საგურამოში განთავსებულ ობიექტს, ასევე ღრმაღელისა და სამგორის სათავო ნაგებობებს. ენერგომომარაგების აღდგენის შემდეგ, დაზიანებული აღმოჩნდა ღრმაღელის სათავო ნაგებობის მთავარი მკვებავი ძალოვანი სადენი, რამაც ღრმაღელის სატუმბო სადგურის ვაკუუმ-ტუმბო აგრეგატების გათიშვა გამოიწვია. პარალელურად, ძაბვის ვარდნით გამოწვეული ჰიდრავლიკური დარტყმის შედეგად, დღეს გამთენიას, ერთდროულად დაზიანდა 1200 მმ-იანი IV მაგისტრალური წყალდენის ორი სხვადასხვა მონაკვეთი.



„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაზიანებების აღმოფხვრას დროულად შეძლებს, რადგან მოსალოდნელ სტიქიას და მისგან გამომდინარე პრობლემებს ტექნიკურად მომზადებული შეხვდა -  კომპანიამ ოპერატიულად მოახდინა დაზიანების ადგილებში საავარიო ბრიგადებისა და სპეცტექნიკის მობილიზება და აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას დაუყოვნებლივ შეუდგა. ასევე, კომპანიას გააჩნია სასმელი წყლის სათანადო მარაგი და თბილისის მოსახლეობას წყლით ამ დრომდე შეუფერხებლად უზრუნველყოფს.



მიუხედავად ამისა, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აფრთხილებს მოსახლეობას, რომ დღის მეორე ნახევარში, დედაქალაქის გარკვეული რაიონების - კერძოდ კი ვაკისა და საბურთალოს ზოგიერთი უბნის წყალმომარაგება შესაძლებელია შეფერხებით განხორციელდეს. აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაციას კომპანია დღის განმავლობაში კიდევ გაავრცელებს.

 

 


 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები