ახალი ამბები
...

30/04/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გაზაფხულის სეზონს მომზადებული ხვდება



კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გაზაფხულისთვის დამახასიათებელ ჭარბ ნალექსა და წყალდიდობას მომზადებული ხვდება - დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემას, გაზაფხულის უამინდობის გამო, პრობლემა არ შეექმნება. აღნიშნულ და სხვა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, გიორგი გაჩეჩილაძემ, კომპანიის გენერალური დირექტორის რანგში, დღეს, პირველი პრესკონფერენცია გამართა.

ახალმა გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა კომპანიის ტექნიკურ მზადყოფნასთან დაკავშირებით გაზაფხულის სეზონზე მოსალოდნელი უამინდობის პირობებში. როგორც გიორგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ბოლო 2 კვირის მანძილზე რამდენჯერმე შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურებმა იმდენად კოორდინირებულად და ოპერატიულად იმოქმედა, რომ ეს მინიმალურად აისახა დედაქალაქის  მოსახლეობაზე და თბილისელებს  წყალმომარაგების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, შეფერხება არ ჰქონიათ.

რაც შეეხება ცვლილებას კომპანიაში, გიორგი გაჩეჩილაძე თქმით, გენერალური დირექტორის შეცვლა კომპანიის ახალ ტექნოლოგიურ საფეხურზე გადასვლას უკავშირდება. მისი განცხადებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რაც  გეოინფორმაციული სისტემის - „გისის“ შექმნას გულისხმობს. კომპანიის ტექნიკური მხარე მთლიანად დაეფუძნება გეოინფორმაციულ სისტემას, რომელიც კომუნალური ტიპის გამანაწილებელი კომპანიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. აღნიშნული ტექნოლოგია მიმდინარე წლის სექტემბერიდან დაინერგება.

ახალ ტექნოლოგიურ საფეხურზე გადასვლა დააჩქარებს წყალსადენის ქსელების რეაბილიტაციის პროცესს. რეაბილიტაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. 2014 წელს ქსელები გამოიცვლება თბილისის 70 ქუჩაზე.  პროცესის დაგეგმვისას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ცდილობს პრიორიტეტი მიანიჭოს იმ ქუჩებს, სადაც მილები უარეს მდგომარეობაშია - ქსელების განახლება სწორედ ამ პრინციპით ხდება.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები