ახალი ამბები
...

22/03/2010 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა და ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, ფოტოგამოფენა ჩატარდა

22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვილნიუსის სკვერში შედგა ფოტოგამოფენა "2039 - მეტი ვედრე უბრალოდ წყალი".

22 მარტი ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისთვის და რაოდენ დიდი მნიშნველობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და რაციონალურად გამოყენებას.

ფოტოგამოფენის ორგანიზატორები - კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ცნობილი ლიტველ ფოტოხელოვან ტომას კაუნეცკასთან ერთად, ცდილობენ დამთვალიერებელთა ყურადღების მიპყრობას ისეთი გლობალური პრობლემისადმი, როგორიცაა წყლის რესურსების დაცვა. მათი მიზანია, ინტერპრეტირებული ფოტოპერფორმანსის საშუალებით უჩვენონ, თუ როგორ შეუძლია წყლის რესურსებისადმი და, ზოგადად, ეკოლოგიისადმი უგუნურ დამოკიდებულებას ჩვენი პლანეტის უდაბნოდ ქცევა და ხომ შესაძლოა, ეს სულ რამდენიმე ათწლეულშიც მოხდეს. მათივე აზრით, ეს პრობლემა სერიოზულ მიდგომასა და აქტიურ მსჯელობას მოითხოვს.

საერთაშორისო ექსპერტები თვლიან, რომ არც დღეს არსებული რეალობაა ნაკლებად შემაშფოთებელი, რადგან სასმელი წყლის დეფიციტი თანდათანობით გლობალური პრობლემა ხდება. მეცნიერები კი მომავლის სხვადასხვა სცენარს წინასწარმეტყველებენ, თუმცა, ერთ რამეში თანხმდებიან _ ადამიანის უგუნური ქმედებებიდან გამომდინარე ცისფერ პლანეტას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ შემთხვევაში კაცობრიობამ? ერთადერთი რამ – დაზოგოს და მოუფრთხილდეს ბუნების ამ ფასდაუდებელ სიმდიდრეს. წყალი გაცილებით მნიშვნელოვანი ენერგომატარებელია, ვიდრე ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, ნავთობი ან ნახშირი. არ არსებობს დარგი, რომელსაც წყალმომარაგება არ სჭირდება და ადამიანსაც, რომლის ორგანიზმის 70% წყლისგან შედგება, ყველაზე მეტად სასმელი წყალი ესაჭიროება. და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში 1,5 მლრდ ადამიანი განიცდის სასმელი წყლის მწვავე დეფიციტს, კაცობრიობას ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია სასმელი წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები.

ჩვენი ქვეყანაც, ალბათ, იმ ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება, სადაც სასმელი წყლის დაზოგვისა და მოფრთხილების პრობლემაზე განსაკუთრებულად არასდროს უფიქრიათ. მრავალი ჩვენი თანამემამულე სრულებით დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში წყლის რესურსები ამოუწურავია და იოლად მოსაპოვებელი. ეს იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში სასმელი წყლის დაზოგვა და მასთან დაკავშირებული ქმედითი ღონისძიებები უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას დაესწრებიან “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორი იორგ მათისი და ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს უფლებამოსილი მინისტრი ლაიმონას ტალატ-კელპშა.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები