ახალი ამბები
...

02/05/2014 ნასაგური და წინუბანი წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს

`ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ გენერალურმა დირექტორმა - გიორგი გაჩეჩილაძემ თბილისის საკრებულოს წევრს - გულიკო ზუმბაძეს შესრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერებინა.

 

წინუბნისა და ნასაგურის მოსახლეობა სასმელ წყალს 24-საათის განმავლობაში უკვე ივლისის ბოლოდან, მიიღებს. ორივე სოფელი თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის და მათი 24-საათიანი  წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს ინტენსიურად ატარებს. პარალელურად, მსგავსი ტიპის კომპლექსურ სამუშაოებს კომპანია ერთდროულად დედაქალაქის ახლადშემოერთებულ კიდევ ექვს დასახლებაში  ახორციელებს.   

 

შემოერთებულ დასახლებებში წყალმომარაგების მშენებარე სისტემების გაცნობის მიზნით, დღეს, `ჯორჯიანუოთერენდფაუერის~ გენერალურმა დირექტორმა - გიორგი გაჩეჩილაძემ თბილისის საკრებულოს წევრს - გულიკო ზუმბაძესსოფ. ნასაგურში შესრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერებინა. 

 

სოფელი ნასაგურსა და მის ახლომდებარე წინუბნის დასახლებაში ამ დროისთვის უკვე დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები და ასფალტის დაგება მიმდინარეობს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პროექტის თანახმად, ორივე სოფელს, მათი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, წყალმომარაგების ერთიანი სისტემა ექნება. დღეისათვის უკვე გაყვანილია 2 000 მეტრი სიგრძის, 225 მმ დიამეტრის წნევიანი მაგისტრალური მილდენი, რომელშიც სასმელი წყალი ლილოს 10.000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარიდან გადაიქაჩება 500 კუბური მეტრი ტევადობის ადგილობრივ რეზერვუარში, საიდანაც გამანაწილებელი ქსელების მეშვეობით, წინუბნისა და ნასაგურის მოსახლეობას გაუნაწილდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ამ დროისთვის ორივე სოფლის მოსახლეობისთვის წყალსადენის ახალი გამანაწილებელი ქსელის მშენებლობაც დაასრულა, რომლის საერთო სიგრძემ 9 000 მეტრი  შეადგინა. მაგისტრალურ და გამანაწილებელ ქსელებზე უკვე დამონტაჟებულია ჩამკეტ-მარეგულირებელი 9 ურდული, განშტოებებზე კი მოწყობილია 250 მცირე ზომის ჭა.

 

ქსელების გაყვანის პარალელურად, ორივე სოფელში მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტიც მიმდინარეობს, რაც წყალმომარაგების სისტემების მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებთან ერთად, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდება. ამ ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, წინუბნისა და ნასაგურის 3000 მოსახლეუწყლობის პრობლემა გადაეჭრება და 24-საათის განმავლობაში მომარაგდება სასმელი წყლით.

 

თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის პროექტს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2014  წლის ბოლოს დაასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დედაქალაქის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებსაც სასმელი წყალი არა გრაფიკით, არამედ 24-საათიან რეჟიმში ექნება. 

 

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები