ახალი ამბები
...

08/05/2014 მილების შეცვლა თბილისის 70 ქუჩაზე მიმდინარეობს!

წყალსადენის და წყალარინების მოძველებული ქსელების ახლით შეცვლა თბილისის 70 ქუჩაზე მიმდინარეობს!

თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ ფაზაში გადავიდა. კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის ქუჩებზე, მოძველებულ და ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს ახლით ცვლის. მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, კომპანია თბილისის 70-ზე მეტ ქუჩაზე მთლიანად ანახლებს ქსელებს. სარეაბილიტაციო ქსელების საერთო სიგრძე, წელს, 60 კილომეტრს აღემატება.

ამ ეტაპზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  სამუშაოები უკვე დაასრულა  დიდუბე-ჩუღურეთის,  საბურთალოს, სამგორის, ნაძალადევის, ვაკის, გლდანისა და მთაწმინდის რაიონების 25 ქუჩაზე. ყველა ამ ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა ხანდაზმული მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყო წყალსადენისა და საკანალიზაციო ახალი საკვანძო ჭები. უახლოეს დღეებში, დასრულებული სამუშაოების ნუსხას სხვადასხვა რაიონის 18 ქუჩაც შეემატება. მაისის შუა რიცხვებიდან კი, კომპანია  ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ერთდროულად  კიდევ 20 ქუჩაზე დაიწყებს. 

ამასთან, კომპანია თბილისელებს მიმართავს, გაითვალისწინონ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია ცალკეულ უბნებში წყალმომარაგების შეწყვეტის გარეშე. სანაცვლოდ, ქუჩების ქსელების რეაბილიტაცის შედეგად, გაცილებით სტაბილური გახდება თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგება, საგრძნობლად შემცირდება დანაკარგები და ავარიული დაზიანებების რიცხვი წყალსადენის ქსელებში - ეს კი, ხელს შეუწყობს დედაქალაქის სტაბილურ და საიმედო წყალმომარაგებას.

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები