ახალი ამბები
...

19/10/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ლაბორატორიებმა ბრიტანული სერტიფიკატი მოიპოვეს

 

ბრიტანულმა კომპანია LGC-იმ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  ლაბორატორიებს ხარისხის სერტიფიკატი გადასცა, რაც იმას, ნიშნავს რომ კომპანიის ლაბორატორიები სრულად აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს. LGC წამყვანი ბრიტანული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 160 ქვეყანაში ოპერირებს და ხარისხის მონიტორინგს სართაშორისო სტანდარტის მიხედვით ახდენს.

 

,,კომპანიის ლაბორატორიები, ხარისხის მართვის მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა საერთაშორისო ტესტირებაში იღებენ მონაწილეობას. ახალი ბრიტანული სერტიფიკატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ლაბორატორები  აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებით და მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“ -  განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თამარ ნიკურაძემ.

 

დღეს თბილისი, მსოფლიო მასშტაბით, ერთ - ერთია იმ მცირერიცხოვან ქალაქთა შორის, სადაც მოსახლეობას სასმელად ვარგისი წყალი პირდაპირ ონკანიდან მიეწოდება.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  ყველა ლაბორატორიაში სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანიის  ლაბორატორიები ISO-17025 სტანდარტის მიხედვითაა აკრედიტებული.  

 

სასმელი წყლის ხარისხი დედაქალაქში სრულად აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

 

სხვა კატეგორიები
...

20/11/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სოციალური კამპანია დაიწყო

19 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სოციალური კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს ახალ მზიურში ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის მიზანი, ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანებაა, როგორიც წყლის რესურსის ...

ვრცლად

...

18/11/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სოციალური კამპანია დაიწყო

  ხვალ, 19 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სოციალური კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს ოფიციალურად გაიხსნება.   კამპანიის მიზანი, ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანებაა, როგორიც წყლის რესუ...

ვრცლად

...

06/11/2017 ივერთუბნის მოსახლეობას 2018 წლის იანვრიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2017 წლის საინვესტიციო პროექტებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების  ქსელის და დედაქალაქის ურბანული განვითარებაა.   კომპანიას წყალმომარაგების ქსელი თბილისის იმ ახალშემოერთე...

ვრცლად

...

13/10/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას იწყებს

დღეს, 13 ოქტომბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდს,  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირ...

ვრცლად

...

05/10/2017 თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყობა

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. კომპანია თბილისის ზედა ზონაში, კერძოდ ტაბახმელას და  წა...

ვრცლად