ახალი ამბები
...

06/11/2017 ივერთუბნის მოსახლეობას 2018 წლის იანვრიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2017 წლის საინვესტიციო პროექტებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების  ქსელის და დედაქალაქის ურბანული განვითარებაა.

 

კომპანიას წყალმომარაგების ქსელი თბილისის იმ ახალშემოერთებულ დასახლებებში გაყავს, სადაც აქამდე აბონენტები არ ჰყავდა. ამ მხრივ აღსანიშნავია, ჩუღურეთის რაიონში,  ივერთუბნის დასახლებაში  მიმდინარე მასშტაბური რეაბილიტაცია.

 

პროექტის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 27 კილომეტრიან  წყალმომარეგბის ახალ სისტემას აწყობს. ამასთან ერთად, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ურდულები და რეგულატორები დამონტაჟდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ივერთუბნის დასახლებაში 1800 ოჯახი 24 საათიან, უწყვეტ და სტაბილურ წყალმომარაგებას მიიღებს. აღნიშნულ პროექტში კომპანია  3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

 

ამ ეტაპზე ივერთუბანში 11 კმ წყალმომარაგების ქსელი უკვე მოწყობილია. სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

 

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ასეთ პროექტეს  ბეთანიასა და კვესეთში განახორციელებს. აღნიშნულ დასახლებებში 27 კილომეტრიანი ქსელი მოეწყობა და 6 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

სხვა კატეგორიები
...

06/12/2018 ჯივიპიმ კახეთის გზატკეცილზე სამუშაოები დაასრულა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2018 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა - კომპანიამ კახეთის გზატკეცილზე გზის ორივე მხარეს  13 კმ სიგრძის წყლის და წყალარინების სისტემა სრულად განაახლა. პროექტში კომპანიამ 6 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორც...

ვრცლად

...

15/11/2018 კაკლების დასახლებაში წყალმომარაგების სისტემაზე სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დასრულდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების  ქსელის შეცვლა და განვითარებაა. მიმდინარე წელს კომპანია, წლიური  გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტემას ანახლებს.   ჯ...

ვრცლად

...

14/11/2018 ჯივიპიმ ნაძალადევის რაიონში, ხეხილ-სანერგეს დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების  ქსელის შეცვლა და განვითარებაა. მიმდინარე წელს კომპანია, წლიური  გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტემას ანახლებს. &...

ვრცლად

...

13/11/2018 ჯივიპი კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემას სრულად ანახლებს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების  ქსელის შეცვლა და განვითარებაა.   მიმდინარე წელს კომპანია, წლიური  გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტე...

ვრცლად

...

02/10/2018 დღეს ბოდორნაჰესი საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო

  კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში,  წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა. დღეს, 2 ოქტომბერს ახალი ჰიდროელექტროსადგური, ბოდორნაჰესი ექსპლუატაციაში შევიდა და საქართველოს ერთიან ენე...

ვრცლად