19/03/2018 ჯორჯიან უოთარ ენდ ფაუერი თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების ახალი სისტემას აწყობს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. კომპანია, ტაბახმელას და წავკისის მიმართულებით წყალსადენის ახალ სისტემას აწყობს. აღნიშნული ქსელი, როგორც თბილისის ზედა ზონებს - შინდისს, წავკისს და ტაბახმელას, ასევე კრწანისის რაიონში, პრიმერა გოლფის მოედანს 24 საათიანი, სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 მლნ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში კომპანია, 7 კმ სიგრძის წყალმომარაგების ახალ სისტემას მოაწყობს. პარალელურად, აღნიშნული ქსელისთვის ორი ახალი რეზერვუარის და ერთი სატუმბო სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. სისტემის სტაბილურობის მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება.
დღეს, მიმდინარე სამუშაოები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ, ოპერაციების მართვის დირექტორთან მამუკა კიკალიშვილთან და კომპანიის მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„დედაქალაქისთვის და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ. სამუშაოების პირველ ეტაპზე 7 კმ ტრანშეა და 200 მეტრი წყალმომარაგების ქსელი უკვე მოწყობილია. წყალმომარაგების ახალი სისტემა სრულად ავტომატიზირებული იქნება, რაც ადგილობრივი რელიეფიდან და ქსელის დატვირთვიდან გამომდინარე, სტაბილურობის მაღალ სტანდარტებს განაპირობებს. ქსელზე 30 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და 21 საკვანძო ჭა მოეწყობა. ამავე ტერიტორიაზე, პარალელურად, ორი რეზერვუარი შენდება - თითოეული 5000 მ3 მოცულობის. ასევე, ვაშენებთ 2. 5 მეგავატი სიმძლავრის სატუმბო სადგურს - მისი წარმადობა საათში 1200 მ3 იქნება. შედეგად, შინდისის, წავკისის და ტაბახმელას მოსახლეობას, ასევე პრიმერა გოლფის მოედანს 24 საათიანი, სტაბილური წყალმომარაგება ექნება“ - განაცხადა gwp-ის ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის მსგავსი, საკმაოდ მასშტაბური პროექტები ბეთანიასა და კვესეთში, ასევე კაკლების დასახლებაში მიმდინარეობს, სადაც წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა. ამ დასახლებებში 35 კმ წყალმომარაგების ახალი ქსელი მოეწყობა.
კომპანია, 2018-2020 წლებში ინფრასტრქტურულ პროექტებში 200 მლნ ლარს დახარჯავს.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება