ახალი ამბები
...

11/04/2019 ჯივიპი გლდანის რაიონში, ჯანჯღავას ქუჩის I შესახვევში წყალმომარაგების სისტემას აახლებს

 

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა გლდანის რაიონში, ჯანჯღავას ქუჩის პირველ შესახვევში წყალმომარაგების სისტემის განახლების მიზნით მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში  იცვლება 1 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი. სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის  შესაბამისი  8 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

 

ჯივიპი ჯანჯღავას ქუჩის I შესახვევში სარეაბილიტაციო  სამუშაოებს მაისის ბოლოს დაასრულებს.  აღნიშნულ პროექტში კომპანია 163 000 ლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს.

 

დღეს ჯივიპის ოპერაციების მართვის დირექტორის მოადგილემ, ზურა ალფაიძემ,  საკრებულოს დეპუტატმა, შალვა ოგბაიძემ და  გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ  ჯანჯღავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

მომდევნო ეტაპზე კომპანია წყალმომარაგების სისტემას ჯანჯღავას ქუჩის II  ჩიხსა და III შესახვევში განაახლებს.

 

ჯანჯღავას I და III  შესახვევებსა და II ჩიხში  სულ   3.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი იცვლება. პროექტის ჯამური ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.

 

სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების ყოველი ეტაპის შემდეგ ჯანჯღავას ქუჩის აღნიშნულ შესახვევებში  გლდანის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

09/07/2019 ჯივიპიმ აფრიკის დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში  წურწუმიას, ოდიშელიძის, მაჩაბელის და მიმდებარე  ქუჩებზე  მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა.   პროექტის ფარგლებში წყალმომარა...

ვრცლად

...

04/07/2019 ხვალ, 5 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენის ახალ ქსელზე გადარეთებითი სამუშაოები ჩატარდება

  ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 1.5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელები სრულად შეცვალა. პროექტის ფარგლებში, ასევე 33 ახალი ჭა მო...

ვრცლად

...

30/05/2019 gwp ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების რეაბილიტაციას იწყებს

  დღეს, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო.  2 ივნისს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენისა და წყალარინების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ სარეაბილიტაციო...

ვრცლად

...

27/05/2019 ჯივიპი გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი - გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.   პროექტის ფარგლებში, ჯივიპი  წყალსადენისა და წყალ...

ვრცლად

...

22/05/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს „BB-“მეოთხე წელია სტაბილურად ინარჩუნებს

    2019  წლის 21 მაისის  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratin...

ვრცლად