ახალი ამბები
...

11/05/2020 ჯივიპი ისნის რაიონში, ნოე ხომერიკის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების პირველ ეტაპს განახორციელებს

ჯივიპი, ქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაბას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ისნის რაიონში, ნოე ხომერიკის ქუჩაზე, სრულად განაახლა წყალმომარაგების სისტემა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა 1 კმ სიგრძის წყალარინებისა და  2 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი.

 

ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. კომპანიამ პროექტში 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

 

ჯივიპი დღეს,  11 მაისს, წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, სამუშაოების პირველ ეტაპს განხორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

 

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 11 მაისს 22:00 საათიდან 12 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ისნის რაიონში:

 

მეტრომშენის დასახლებას,  ხომერიკის, მესხეთის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ყვარლის,  კალანდაძის, ამირეჯიბის,  შარვაშიძის,  ონიანის, მიქელაძისა და მიმდებარე  ქუჩებს.

 

 

სხვა კატეგორიები
...

28/05/2020 ჯივიპიმ სამგორის რაიონში, საფერავის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემა განაახლა

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, საფერავის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.   აღნიშნული პროექტის ფარგლებში საფერავის ქუჩაზე, ასევე საფერავის პირველ და მეორე ჩი...

ვრცლად

...

01/05/2020 ჯივიპი 4 მაისს ბახტრიონის სატუმბოსადგურზე დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაობს ჩაატარებს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  ბახტრიონის სატუმბო სადგური დედაქალაქის წყალმომარაგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ობიექტია. სწორედ ამ სადგურის საშუალებით ხდება  ვაკე-საბურთალოსა და  მთაწმინდა-კრწანისის&n...

ვრცლად

...

26/04/2020 ჯივიპი, 28 აპრილს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების ბოლო ეტაპს განახორციელებს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 10 კილომეტრი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემა. ახალ ქსელზე მოეწყო ევროსტანდარტის ჩამ...

ვრცლად

...

23/04/2020 ჯივიპი, დღეს, 23 აპრილს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის მეოთხე, საბოლოო ეტაპის  ფარგლებში   წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა. კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ყველა რეკომენდაციის გათვალის...

ვრცლად

...

16/04/2020 ჯივიპი გლდანის რაიონში, ლესელიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით აგრძელებს.  გლდანის რაიონში, ...

ვრცლად