ახალი ამბები
...

25/02/2022 ჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

 
დღეს, 25 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანში, XI მ/რ-ს III კვარტლის N41ა კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

ჯივიპის ტექნიკური ბრიგადები ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. დაზიანების აღმოსაფხვრელად რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.  

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 25 თებერვლის 16:00 საათიდან 26 თებერვლის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანი-ნაძალადევის რაიონში: გლდანის „ა“ და I-IV მ/რ-ებს, შეშელიძის, ვეკუას, ბოჭორიშვილის,  ხიზანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

სვირის, თოდრიას, ჟღენტის, გომარეთის,  ლოტკინის მთის, სამღერეთის, ლაითურის,  ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, თმოგვის,  დაისის,  ჯავის, დიდი ჯიხაიშის,  კოკინაკის, ლომთათიძის, ზედაზენის, ახალ მოწამეთას, მუხრანის, გლინკას, გარეჯელის, ნაგომარის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს.
ზღვის უბნის  IV მ/რ-ს, III  და XI მ/რ-ების ნაწილს,  ზღვის უბნის  IX-X კვარტლებს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს და II მ/რ-ს; სადმელის, კაკაბაძის,  სარაჯიშვილის, ჩარგლის, ჟინვალის, ზიგზაგის, გვაზაურის, სანერგეს,  სააკაძის, სვანეთის,  ლეჩხუმის, ჯანელიძის, ხევსურეთის, წიკლაურის, ქვიშხეთის, ერწოს,  ხევისუბნის, ზვარეთის, ბჟოლეთის, ერისთავის, ზესტაფონის, მახინჯაურის, ინწკირველის,  ხიმშიაშვილის, ხევსურეთის, ღრმაღელის, კნოლევის, ლიახვის, ქსოვრელის, რიონჰესის, გუდამაყრის, სიხარულიძის,   ღოღობერიძის, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში: მეუნარგიას, ზაზიშვილის,  წრომის და ქებურიას ქუჩებს.
 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.  სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
 
 
 
 
სხვა კატეგორიები
...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

...

08/11/2022 9 ნოემბრიდან ჯივიპის ცენტრალური სერვის ცენტრი მომხმარებლების მიღებას განაახლებს

თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში მდებარე   ჯივიპის განახლებული ცენტრალური სერვის ცენტრი 9 ნოემბერს გაიხსნება.   კომპანიამ ცენტრალური სერვის ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაასრულა. მომხმარებლები მომსახურებას ადგილ...

ვრცლად

...

10/10/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

დღეს, 10 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონის N9ა კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე დაზიანების  აღსადგენად სამუშაოებს ატარებს.    აღნიშნულ მონაკვეთზე რთული ფარული დაზიანების დასადგენად...

ვრცლად

...

19/07/2022 ჯივიპი თბილისში მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განაახლებს

  25 ივლისიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში მდებარე ცენტრალური სერვის ცენტრის განახლების პროცესს იწყებს. სარემონტო სამუშაოს შედეგად სერვის ცენტრის მომსახურების სივრცეები თანამედროვე სტანდარ...

ვრცლად

...

06/06/2022 კამპანია ,,გაუფრთხილდი წყალს” - ჯივიპი სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კამპანიის ,,გაუფრთხილდი წყალს”  ფარგლებში  თბილისის სკოლების VIII-XI კლასების მოსწავლეებისთვის  საინფორმაციო ტურებს მართავს.    კამპანიის მიზანია წყლის, როგორც ამოწურვადი ბუნე...

ვრცლად