ახალი ამბები
...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

 

7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წყლის მოპოვებისა და დამუშავების ძირითადი ობიექტების, წყალმომარაგების ქსელების, მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და კომპანიის სერვისების შესახებ ისაუბრა.

 

“ჯივიპის გუნდი აქტიურად განაგრძნობს საოპერაციო მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, სამომხმარებლო სერვისების მოდერნიზაციასა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაციას. 2024 წელს ჩვენ 96%-ით შევამცირეთ წყალმომარაგების ქსელზე გარდამავალი ავარიების რაოდენობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა გაგვეზარდა კომპანიის ეფექტურობა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2024-2026 წლებში, წყალმომარაგების სფეროში უპრეცენდენტო - 378 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც სრულად მოხმარდება მოძველებული ქსელებისა და ინფრასტრუქტურის განახლებას და გამართული ოპერირებისთვის აუცილებელი სპეც ტექნიკისა შეძენას“. - ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.

 

ჯივიპის მფლობელმა, ესპანურმა კომპანია Aqualia-მ, 2023 წლის მეორე ნახევრიდან  თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპული მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვა აქტიურად დაიწყო. სწორედ აღნიშნული პროცესის ნაწილია წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზების 2024 წელს დასრულებული და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები, კერძოდ:

 

  • ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მოდერნიზაციისა და სტაბილური ოპერირებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ერთეულების რეაბილიტაციაში ჯივიპი 7.2 მილიონი ლარიან ინვესტიციას ახორციელებს;
  • წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სტაბილური  და  გამართული  ფუნქციონირებისთვის ახლით იცვლება დანადგარები და ინფრასტრუქტურა, სატუმბო სადგურებზე კი მონტაჟდება ახალი ტუმბო-აგრეგატები.
  • მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების 84 კილომეტრი სიგრძის მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია, რაშიც კომპანია 51 მილიონ ლარის ინვესტიციას ახორციელებს;
  • 13 მილიონ ლარამდე ინვესტიციით სრულად აღიჭურვება და განახლდება ჯივიპის ავვტოპარკი და სპეც-ტექნიკა;
  • ქსელში წყლის ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის დამატებით ინერგება ევროპული სტანდარტის შესაბამისი თანამედროვე მოწყობილობები.

წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის  ინფრასტრუქტურულ და საოპერაციო პროექტებთან ერთად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო  კამპანიებს, რომლებიც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას  წყლის, როგორც ძვირფასი პროდუქტის შესახებ და საზოგადოების ინფორმირებას წყალმომარაგების სერვისების შესახებ. ასევე, ინერგება ახალი ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია მომხმარებელზე მორგებული ფუნქციონალით, სადაც პერსონალური სივრცის დახმარებით მომხმარებელს მარტივად შეეძლება ელექტრონული სერვისებით სარგებლობა. 




სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად