ახალი ამბები
...

27/09/2010 GWP-იმ ჟინვალში ჯვარიპატიოსნის ეკლესიის ანალოგი ააშენა

27 სეტქემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ჟინვალის კაშხლის მარცხენა ფერდობზე, სოფელ ჩინთთან ახალი ეკლესია ამოქმედდა. აღნიშნული საქველმოქმედო პროექტი, საქართველოს პატრიარქის კურთხევით, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" განახორციელა.

ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია აკურთხა და წირვა აღავლინა წილკნის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ზოსიმემ. კურთხევის ცერემონიალს დაესწრნენ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი იორგ მათისი, კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, ასევე, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა.

გასულ საუკუნეში, კერძოდ კი 1985 წელს, ჟინვალის კაშხლის მშენებლობის დასრულების შემდგომ, წყლის ქვეშ დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელი და ეკლესია მოექცა, მათ შორის  ჯვარიპატიოსნის ეკლესია. XI-XII საუკუნეებში ნაგები ეს ქრისტიანული სიწმინდე, რომელიც ჟინვალის წყალმა პირვანდელი სახით შემოინახა, მხოლოდ ზამთრის პერიოდში ჩნდება, როცა წყლის დონე იკლებს.

იმ მიზნით, რომ მრევლს უძველესი სიწმინდე დაბრუნებოდა, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინიციატივით საქველმოქმედო პროექტი შედგა, რომელიც ჯვარიპატიოსნის ეკლესიის ზუსტი ანალოგის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტის საბოლოო ვარიანტისა და ეკლესიის მშენებლობის ადგილის შეთანხმება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან კომპანიის გენერალური დირექტორის შეხვედრისას გადაწყდა. ჟინვალის წყალსაცავთან ჯვარიპატიოსნის ეკლესიის მშენებლობას 20 ივნისს ჩაეყარა საძირკველი. მშენებლობისთვის საჭირო თანხა მთლიანად პროექტის ინიციატორმა - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" გაიღო. ეკლესის მშენებლობაზე გამოცდილ კალატოზთა ბრიგადა ექსპერტთა უშუალო ხელმძღვანელობით მუშაობდა. ეკლესია ანანურში მოპოვებული ანალოგიური ქვით აიგო, როგორითაც ძველი ჯვარიპატიოსნის ეკლესია იყო ნაშენი.

დღესვე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ახლადაშენებულ ეკლესიას ჯვართამაღლების ხატი, სხვადასხვა წმინდანებისა და კანკელის ხატები, შანდლები და ღვთისმსახურების ჩასატარებლად აუციელებლი ყველა ატრიბუტიკა თუ ინვენტარი შესწირა. ჯვარიპატიოსნის ეკლესიის კეთილმოწყობასა და აღჭურვაში თავისი წვლილი კომპანიის გაერთიანებულმა პროფკავშირმაც შეიტანა და მას 1000 ლარი შესწირა. ამას გარდა, ახლადაგებულ სიწმინდეს, 3000-მდე ლარს საკუთარი ინიციატივით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" თანამშრომლებიც გაიღებენ.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები